პირობით ვადამდე გათავისფლების კომისიაში ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი იქნებიან

პირობით ვადამდე გათავისფლების კომისიაში ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი იქნებიან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიის წევრები - დეპუტატები ჩიორა თაქთაქიშვილი და ეკა ბესელია იქნებიან. 

კომისიაში წარსადგენი კვოტები, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გადანაწილდა. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიაში  ჩიორა თაქთაქიშვილის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო უმრავლესობამ ეკა ბესელია.

კომისიის წევრობის კანდიდატებს პარლამენტი დღესვე დაამტკიცებს.