ლევან ბეჟაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და შალვა შავგულიძე  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევლენ

ლევან ბეჟაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და შალვა შავგულიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევლენ

საქართველოს პარლამენტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  სამი დეპუტატი შევა. ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" და ასევე "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" მხრიდან კი, წარმოდგენილი არიან ზაქარია ქუცნაშვილისა და შალვა შავგულიძის კანდიდატურები. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარ წევრებს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს საათებში დადგება.