თეა თუთბერიძე:  ხელისუფლებისგან, მოვითხოვ მეც დამაკავონ

თეა თუთბერიძე: ხელისუფლებისგან, მოვითხოვ მეც დამაკავონ

"თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი თეა თუთბერიძე საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალააის დაკავების ფაქტს აპროტესტებს და ხელისუფლებისგან მის დაკავებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ, თუთბერიძე სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორი „დამნაშავეც“ დღეს ბაჩო ახალაიაა, ეგეთი დამნაშავე ვარ მეც, თეა თუთბერიძე. მოვითხოვ ხელისუფლებისგან, მეც დამაკავონ“,- წერს თუთბერიძე facebook - ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია,  სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზეა დაკავებული.

მას ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.