პროკურატურაში ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ, განხორციელებულ ქმედებებზე  საჩივარი შევიდა

პროკურატურაში ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ, განხორციელებულ ქმედებებზე საჩივარი შევიდა

მთავარ პროკურატურაში ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების - „არტი“, „ინთერნეიშენალ ბილდინგ ქომფანი“,  „პრიზა“ და „ლივო გრუპის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საჩივარი შევიდა.

აღნიშნული კომპანიების ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით,   კომპანიების დევნა 2007 წლიდან, უშუალოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის - დავით კეზერაშვილის ხელძღვანელობით ხდებოდა.

ადვოკატის თქმით,  2007 წლის 23 სექტემბრიდან,  როცა კომპანებში ე.წ. ფინანსური პოლიცია შევიდა, შედეგად ეს კომპანები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

„ამ შემთხვევაში,  ჩვენ კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხს ვაყენებთ. ჩვენს განცხადებაში მითითებულია კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმ პროცესს, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ ქიბარ ხალვაშს, მის მეგობრებს  სრულად ჩამოერთვა ქონება და მიუხედავად იმისა, რომ ქონება  საგადასახადო მოთხოვნების, დარიცხული თანხმების უზრუნველყოფის მიზნით ჩამოერთვათ, საგადასახადოს მიერ, დაკისრებული თანხმები შემცირებული დღემდე არაა.  ქონება მიქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში, ნაწილი ქონებისა კი,  საერთოდ გასხვისებულია მესამე პირებზე.  ეს პროცესი 2007 წლიდან დაიწყო.  ჩვენ განცხადებაში კონკრეტული გვარებია მითითებული.  დაწყებული მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილიდან,  ბაჩო ახალაიას, მისი ძმის დათა ახალაიას,  რომელიც უშუალოდ მონაწილებდა ამ ქმედებებში  და მას შემდეგ, რაც კეზერაშვილთან საუბრის შემდგომ,  ქიბარ ხალვაშმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და მას უთხრეს, რომ ეს უარი მას დაახლოებით,  60 მილიონი დაუჯდებოდა,  მას შემდეგ ახალაიები დაუკავშრდნენ და უკვე ე.წ. მოლაპარაკებას  მუქარით,  დაშინებით, ზეწოლით და შანტაჟით ისინი აწარმოებნენ.  რაზეც  ხალვაშმა უარი  განაცხადა და  ქვეყნიდან გასვლა მოახერხა. ისე რომ მისი დაკავება ვერ მოასწრეს, თუმცა აღიძრა სისხლის ამართლის საქმე. დაკავებული იყო მისი რამდენიმე მეგობარი,  ძმა რაღაც აბსურდული ბრალდებით და ამას შემდეგ,  მოხდა ზეწოლების შედეგად, მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ კომპანიას დაუთმობდნენ გარკვეული პირობებით და  ეს ადამიანები მპატიმრობიდან ხოლოდ ამის შემდგომ გაათავისუფლეს,  თუმცა სისხლის სამართლის საქმეები შეწყვეტილი არაა“, - განაცხადა სალიამ.

ადვოკატის თქმით, პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში  მიუთითეს და შეახსენეს, პროკურატურას,  რომ ეს საქმეები გამოსაძიებელია  და რომ ჯერ არცერთი საქმე არაა დასრულებული.

„ასევე არაა დასრულებული გამოძიება „არტის“ სათაო ოფისში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და ამ კონკრეტულ განცხადებაში მითითებულია იმ მუქარებზე, რომლის შემდეგად, რამდნეიმე დღეში ამ ქონების განადგურება გადაწავა მოხდა. ანუ ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ჩვენებებით დასტურდება,  რომლებიც მზად არიან  პროკურატურასთან ითანამშრომლონ. ჩვენ ჩვენებების გარდა, გვაქვს დოკუმენტაცია, არის ვიდეო კადრები, კადრები და აშ“, - განაცხადა სალიამ.