ზვიად ძიძიგური: შესაძლოა ახალაიასთან მიმართებაში ციხის ბუნტის ამბებიც გამოიძიონ

ზვიად ძიძიგური: შესაძლოა ახალაიასთან მიმართებაში ციხის ბუნტის ამბებიც გამოიძიონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ოპონენტებს შეახსენებს, რომ გარკვეულ საქმეებზე, შესაძლოა ზოგიერთი მათგანის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ძიძიგურმა განაცხადა, ბაჩო ახალაიას დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა და შესაძლოა ყოფილ ძალოვან მინისტრთან მიმართებაში, ციხის ბუნტის ამბებიც გამოიძიონ. 

„როცა ბაჩო ახალაიას დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შექმნათ ისეთი სურათი და ფონი, რაც საკუთარი  წილი პასუხისმგებლობის არიდების შესაძლებლობას მოგცემთ. 

მინდა შეგახსენოთ, რომ სამართლიანი სასამართლოსა და პროკურატურის ფარგლებში, ყველა ჩადენილი დამაშაულის გამოძიება მოხდება და შესაძლოა, ამ საქმეებზე, ზოგიერთი თქვენგანის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

ყველა საქმეს გამოიძიებენ, მათ შორის აგვისტოს ომის ამბებს. ინტერნეტში ახალგორთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციები გაჩნდა და თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა სახელმწოფო ღალატთანაც გვქონდეს საქმე. აუცილებლად იქნება გამოძიებული ის საქმე, რატომ წავაგეთ აგვისტოს ომი“, - დასძინა ძიძიგურმა.