საჯაია: გიორგი კალანდაძე 2008 წლის ომის გმირია

საჯაია: გიორგი კალანდაძე 2008 წლის ომის გმირია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მარიამ საჯაიას შეფასებით, ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებით, ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური შოუ მოაწყო.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საჯაიამ განაცხადა, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები აბსურდული ბრალდებებით დააკავეს.

„დაპირებების შესრულების ნაცვლად, პოლიტიკურ შოუს გვთავაზობთ. კალანდაძე 2008 წლის „აგვისტოს ომის“ გმირია, ეს ის ადამინი, რომელიც ომის დროს ქვეყანას იცავდა. გუშინ კი, ის ჩუმად დააკავეს. ახალაიამ საქართველოში დაბრუნებით, დაამსხვრია მითი, რომ ის თითქოს კაცია ჭამიაა. ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესია, რომ ახალაია სამართლებლივ საქმეში მიეცეს“, - დასძინა საჯაიამ.