დავით საყვარელიძე: ახალაიას დაკავება წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა რევანშს ემსახურება

დავით საყვარელიძე: ახალაიას დაკავება წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა რევანშს ემსახურება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით საყვარელიძე შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საყვარელიძემ განაცხადა, ეს დაკავება, მთავარი პროკურატურის მიერ საკმაოდ დაბალ დონეზე შესრულებული პოლიტიკური დაკვეთაა.

„ეს დაკავება, რაც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნას და რევანშს ემსახურება, რადგან ახალაიას დასაკავებლად პროკურატურას არანაირი რეალური მკიცებულება არ გააჩნია“, - დასძინა მან.