უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინა ხატისკაცი წარადგინა

უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინა ხატისკაცი წარადგინა

საპარლამენტო სესიაზე უმრავლესობამ სახალხო დამველის კანდიდატად ნინა ხატისკაცი წარადგინა.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ხატისკაცის კანდიდატურა მისი გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა.

„უმრავლესობა შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნება ნინო ხატისკაცი. ჩვენ მას ხვალ უმრავლესობის სხდომაზე მოვიწვევთ, არსებობს შეკითხვები და გვინდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები მოვისმინოთ“ - განაცხადა საგანელიძემ.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ყოფილ ომბუდსმენს გიორგი ტუღუშს უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუწყვეტენ.

ამის შემდეგ დასახელდებიან კანდიდატები, რომელთა დამტკიცების ვადა კონსტიტუციით, 1 თვეში იწურება.