არჩილ კბილაშვილი: გამორიცხული არაა, სხვა თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს

არჩილ კბილაშვილი: გამორიცხული არაა, სხვა თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს

მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელეთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.

„ამ ეტაპისათვის გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად,  თავდაცვის სამინისტროს სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს“,- განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ „გამორიცხული არ არის, რომ სხვა თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს“.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებული.

მათ ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.