კუბლაშვილი: ახალაიას  დაკავება ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით შესრულდა

კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით შესრულდა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ანგარიშსწორებას უკავშირებს.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კუბლაშვილმა განაცხადა, მას  დაკავების სამართლებილვ ნაწილზე საუბარი არ სურს, რადგან ამ საქმეს, სამართლებილოი ნაწილი არ გააჩნია.

მისი თქმით,  თავდაცვის ყოფილი წარმომადგენლები სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს, რაც სასაცილოა.

 „ახალაიას ის ყველაფერი დააბრალეს, რაც შეიძლება ადამიანს დააბრალოთ.  პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, რომ ის ამ საქმეში არ ჩაერეოდა, თუმცა,  ახალაიას დაკავება მისი მხრიდან სწორედ რომ ჩარევა იყო. მოგიწოდებთ, რომ შეფასებისას კონკრეტულები იყავით. თუმცა, ეს დაკავება ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით შესრულდა. ეტყობა, ასალანიამ არჩევნების შედეგები ვერ გადაიტანა და კიდევ ის, რომ გენშტაბის უფროს ვერ ნიშნავს, მაგრამ ამ პოსტზე, ვერც ვერავის დანიშნავს, რადგან ამის უფლებას კონსტიტუცია არ მისცემს. ეს ხრიკები ალასანიას არ გაუვა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.