გაბაშვილი: დაკავების მეთოდებით , თანამდებობისთვის ბრძოლა ხდება

გაბაშვილი: დაკავების მეთოდებით , თანამდებობისთვის ბრძოლა ხდება

 საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ახალი ხელისუფლება ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებით, გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

 როგორც from.ge -ს გაბაშვილმა განუცხადა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები .

 "ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ახალ ხელისუფლებას გენშტაბის ახალი უფროსის დანიშვნა სურდა, რომელსაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ხელისუფლების გავლენის გაძლიერება ამ მეთოდით ხდება. ერთი დღის გამოძიების შედეგად, ადამიანის დაკავების ფაქტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკავებაა. დაჭერის მეთოდებით თანამდებობისთვის ბრძოლა ხდება", - განაცხადა გაბაშვილმა.