აკაკი ბობოხიძე ბაჩო ახალიას დაკავებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დაწყებად აფასებს

აკაკი ბობოხიძე ბაჩო ახალიას დაკავებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დაწყებად აფასებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას დაკავებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დაწყებად აფასებს.

როგორც from.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, იმ ლეგენდებთან შედარებით, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა, ეს ყველაფერი სასაცილოა.

„ეს არის ანგარიშსწორების დაწყება და ყოველგვარი კანონის გარეშე იმ მასების მოთხოვნების შესრულება, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი პირები ითხოვენ“ -დასძინა დეპუტატმა.