მით რომნიმ ობამას გამარჯვება უკვე მიულოცა

მით რომნიმ ობამას გამარჯვება უკვე მიულოცა

საპრეზიდენტო არჩევნებში  რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ გამარჯვება დემოკრატ ბარაკ ობამას უკვე მიულოცა. ეს მით  რომნიმ ბოსტონის სცენიდან გააკეთა.

 „ამერიკამ სხვა ლიდერი აირჩია. მე და ჩემი მეუღლე ენი თქვენთან ერთად ვილოცებთ მისთვის და ჩვენი დიადი ქვეყნისთვის“,-განაცხადა მით რომნიმ.

საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მით რომნის გამარჯვების მილოცვა დააგვიანდა. ის ბოსტონის სცენაზე მოგვიანებით გამოვიდა. მით რომნის იმედგაცრუელებული გულშემატკივრები რესპუბლიკელთა ლიდერის გამოჩენამდე სტოვებდნენ  ბოსტონის სცენის წინ მოედანს. ამერიკული სააგენტოების განცხადებით, „მით რომნის, როგორც ჩანს, ობამას მისალოცი ტექსტი მზად არ ჰქონდა, რადგან იგი არჩევნებში დამარცხებას არ ელოდა, სწორედ ამიტომ დააგვიანდა მილოცვა“,-აცხადებდნენ სააგენტოები.

ამ დროისთვის ხმების დათვლა დასრულებულია ამერიკის 48 შტატში. ობამამ 49,4%-ი მოაგროვა, რომნიმ კი-49,1%.