ბიძინა ივანიშვილი: ეს  პოლიტიკური დაკავება არ იყო

ბიძინა ივანიშვილი: ეს პოლიტიკური დაკავება არ იყო

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დასაკავებლად სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

პრემიერის განმარტებით, იგი კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს და არც ამ პროცესებში მონაწილეობდა.

„ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და რამდენადაც ვიცი ამისთვის არსებობდა სამართლებრივი საფუძვლები. ეს გააკეთეს მათ, ვისაც კანონით ეკუთვნოდა და ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი კანონიერების დაცვით. მე ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი და მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ივანიშვილმა.