ბაჩანა ახალაია დაკავებულია

ბაჩანა ახალაია დაკავებულია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია დაკავებულია. 

შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე 6 ნოემბრის 20.30 საათიდან იმყოფება. მის ინტერესებს ადვოკატი დავით დეკანოიძე იცავს. 
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.