ხაბელოვი მახათაძის ბრალდებებს უარყოფს

ხაბელოვი მახათაძის ბრალდებებს უარყოფს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მახათაძის ბრალდებებს უარყოფს.

 როგორც from.ge-ს ხაბელოვმა განუცხადა, მისი მხრიდან, მახათაძეზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი.

 „როდესაც, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ მოვედი, თავად მახათაძემ განაცხადა, რომ ბატონო ლერი, თქვენ თუ ჩემთან მუშაობას არ აპირებთ,  სამსახურიდან წავალოო. მეც ვუთხარი - კი ბატონო, განცხადება დაწერეთ და წადითქო. შემდეგ, მთხოვა, რომ ორი კვირით  შვებულება გამიგრძელეთო. კერძოდ, 23 ოქტომბერს წავალ და 5 ნოემბერს გამოვალო, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არანაირი პრობლემა არ იყო. გუშინ კი ისევ შვებულება მომთხოვა და ვუთხარი აქამდე რატომ იტყუებოდითქო. ეს იყო და ეს“, - დასძინა ხაბელოვმა.