118 დეპუტატს ბინის ქირა დაეფარება

118 დეპუტატს ბინის ქირა დაეფარება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 118 დეპუტატის ბინის ქირა დაიფარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქირის დაფარვის მიზნით, დანამატის სახით, დეპუტატებისთვის გამოყოფილი იქნება 667 ლარი, თუმცა, ეს თანხა დაუბეგრავია.

„ლაპარაკია იმაზე, რომ ორმაგი დაბეგვრა გამოდის. ბინას ქირაობს დეპუტატი თუ პარლამენტი, ეს არის გასარკვევი. ჯერჯერობოთ საპროცედურო კომიტეტში შემოსულია 118 დეპუტატის განცხადება, რომ თანხა მიეცეთ. გამოვითხოვეთ დეკლარაციები, რომელიც შევსებული აქვთ კანონმდებელებს და შევადარეთ და არავითარი პრობლემა არ ყოფილა“, - დასძინა მან.