სესიაშვილი: პროკურატურას ახალიასთან წამების ფაქტებთან და კორუფციასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა ექნება

სესიაშვილი: პროკურატურას ახალიასთან წამების ფაქტებთან და კორუფციასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა ექნება

 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილ ძალოვან მინისტრ ბაჩო ახალიასთან პროკურატურას წამების ფაქტებთან და კორუფციასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა ექნება.

 როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ის იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამისი მტკიცებულებები გამტკიცებული იქნება სწორი და ობიექტური ფაქტებით.

 „თავს შევიკავებ იმისგან, თუ რა ტიპის კითხვები უნდა დაუსვან ბაჩო ახალაიას, თუმცა, მედიაში გავრცელებულია ინფორმაციები კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურას ექნება ძალიან ბევრი კითხვა - წამების ფაქტებთან და  კორუფციასთან დაკავშირებით და ასევე სხვა ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ვფიქრობ, რომ წლების მანძილზე, თავდაცვის სამინისტროში ადგილი ჰქონდა სერიოზულ კორუფციას და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. თუმცა,  ეს ჩემი აზრია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე მტკიცებულებას წარმოადგენს. ეს იყო დახურული ინსტიტუტი და საზოგადოებას ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, მაგრამ ზოგად ინფორმაციას ვიღებდით სად რა იხარჯებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ კორუფციის ბუმი იყო“, - დასძინა სესიაშვილმა.