თინათინ მღვდლიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში

თინათინ მღვდლიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში

7 ნომბერს, 18:00  საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ახალი წიგნის - „ჭრიჭინების“ წარდგინება გაიმართება.

 წიგნი ეძღვნება ჯემალ ბოლქვაძის ხსოვნას და მასში  შესულია პოეტის, როგორც კარგად ცნობილი, ისე უცნობი ლექსები, სონეტები, ეპიტაფიები და თარგმანები.

პოეტი, თინათინ მღვდლიაშვილი 14 წიგნის ავტორია. მისი  შემოქმედება1987 წლიდან ინტენსიურად იბეჭდება ქართულ ჟურნალ გაზეთებში.  მის ლექსებზე შექმნილია ათეულობით სიმღერა, მათ შორის ცნობილი სიმღერები: „ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ” (გოგი დოლიძის შესრულებით). „ჭრიჭინები” (ქართული ხმების შესრულებით). „ბიჭებო დიდგულა ბიჭებო” (მერაბ სეფაშვილის შესრულებით).“ მეფეს” (თემურ თათარაშვილის შესრულებით) და სხვა.

ასევე მის ლექსებზეა  შექმნილი  წმინდა  სამების ტაძრისადმი აღვლენილი საგალობელი, რომელიც პირველად  პატრიარქის რეზიდენციაში 20006 წლის 8 თებერვალს, წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე შესრულდა.

საღამოს ორგანიზატორია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.

საკონტაქტო პირი თინათინ მღვდლიაშვილი 571  77 31 77