რუსეთი სირიისთვის გამოსავალს ახლო აღმოსავლეთში ეძებს

რუსეთი სირიისთვის გამოსავალს ახლო აღმოსავლეთში ეძებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეეცადა  ახლოაღმოსავლეთის რეგიონში მოგზაურობისას, სირიაში სიტუაციის დასარეგულირებლად ისლამური ფაქტორი აემოქმედებინა. იგი უკვე შეხვდა ეგვიპტისა და იორდანიის სახელმწიფო წარმომადგენლებს. რამდენიმე დღეში რუსეთის პირველი დიპლომატი საუდიის არაბეთსაც ეწვევა.

„30 ივნისს ჟენევაში შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით, რომ ყველა ღონეს ვიხმარდით, რათა მეორე მხარე დაგვერწმუნებინა. ბრძოლა შეეწყვიტა. რუსეთი ამას აკეთებს. ზოგიერთი ქვეყნები ისევ განაგრძობენ სირიის ოპოზციიის მხარდაჭერას და მოუწოდებენ მას ბოლომდე ბრძოლას. ბუნებრივია, ძალთა ასეთი განლაგებისას, სისხლისღვრა ვერ შეწყდება“,-განაცხადა ლავროვმა ეგვიპტეში გამოსვლისას.

ლავროვის განცხადებით, მაშინ როცა დასავლეთი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას უწყობს ხელს, იმედად მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები რჩება.