საპატრიარქოს  2013 წლის ბიუჯეტი 25 მილიონამდე გაიზრდება

საპატრიარქოს 2013 წლის ბიუჯეტი 25 მილიონამდე გაიზრდება

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით,  საქართველოს საპატრიარქოს 2013 წლის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია,  რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საპატრიარქოს ბიუჯეტი 22.8 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა.

ცნობისთვის, 2013 წლის  ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გუშინ შევიდა. მას საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს.