100-ლარიანი პენსიის დარიგება წესით და რიგით დღეიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს წინსწრებით აკეთებს. მისი მოწყალე ხელით, რუსთაველმა პენსიონერმა ცოლ-ქმარმა ერთი დღით ადრე მიიღო “მთავრობის საჩუქარი”.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ საღამოს რუსთავში იმყოფებოდა და100-ლარიანი პენსია თოდრიას ქ. N13-ში მცხოვრებ მეუღლეებს ცირა და გიორგი ჯავახიშვილებს პირადად სახლში მიუტანა. ცოლ-ქმარმა პრეზიდენტს პენსიის მომატებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ პენსიების 100 ლარამდე გაზრდის თაობაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად განცხადება რუსთავში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში, სწორედ რუსთაველ პენსიონერებთან გამართულ შეხვედრაზე წლეულს გაზაფხულზე გააკეთა.
რას ნიშნავს 100-ლარიანი პენსია ჩვენს ქყვეყანაში, დღევანდელი პენსიონერისათვის? რა შეღავათი უნდა მისცეს პენსიის 10 ლარით მომატებამ ასაკოვან ადამიანს? თითქმის არაფერი, რადგან 2003 წლიდან მოყოლებული კატასტროფულად გაძვირდა ყველაფერი, განსაკუთრებით კი საკვები და პირველადი მოხმარების საგნები, რომ არაფერი ვთქვათ კომუნალურ გადასახადებზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წელთან შედარებით, ახლა ფასები დაახლოებით 60-85%-ითაა მომატებული,თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, ეს ციფრი უფრო მაღალია და300-400%-ს შეადგენს.
“რა არის 100-ლარიანი პენსია მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელფასი 70-დან 100 000-მდე აქვთ წელიწადში?ვერ დამისახელებთ საზოგადოების ცხოვრების ვერც ერთ სფეროს, სადაც რიგით ადამიანებზე ასჯერ მეტის გაკეთება შეუძლია ვინმეს.ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენთან შრომის ანაზღაურება აბსოლუტურად არაფერს არ ექვემდებარება. ჩვენ ვართ სახელმწიფო,სადაც სახელფასო ბადე არ არსებობს”, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ეროვნული ფორუმის” წევრი ნოდარ ჯავახიშვილი.
“12-15 წლის წინანდელი ფასებით ძველი პენსიით გაცილებით მეტი პროდუქციის შეძენა შეიძლებოდა, ვიდრე დღევანდელი 100ლარით. ის ინფლაციის კომპენსაციადაც არ გამოდგება, მატებაზე საუბარი არ არის. მით უმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში,სადაც ინფლაცია ხელისუფლების მიერ არის შექმნილი: მოუნდებათ -იქნება, არ მოუნდებათ - არ იქნება: ქვეყანას თუ აქვს აუცილებელი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ფულის მიმოქცევაში მისი რაოდენობა მართოს, მას შეუძლია ინფლაციაც მართოს.
სააკაშვილმა თქვა, ამისთანა ინფლაციასთან ჩვენ ბრძოლა არ შეგვიძლიაო. “ამისთანა” და “იმისთანა” ინფლაცია არ არსებობს.ინფლაცია არის თანაფარდობის დარღვევა და ყველანაირი დარღვევის გასწორება შეიძლება.
რა გაუჭირდათ, რომ მიმოქცევაში ფულის მასა მართონ? არაფერი,მაგრამ ასეთ ინფლაციას არ გააჩერებენ, რადგან მდიდრდებიან.ჩვენთან ინფლაცია არის სააკაშვილის დანაშაულებრივი,ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”, - აცხადებს ჯავახიშვილი.
ამჟამინდელი პენსია 1988 წლის პენსიის მხოლოდ 36%-ია.დღევანდელი პენსიები თავიანთი მსყიდველუნარიანობით ჩამორჩება არა მარტო ორი ათეული წლის წინანდელ პენსიებს, არამედ ჩვენი მეზობლების ანალოგიურ ამჟამინდელ მაჩვენებლებსაც.
დღეისათვის, საქართველოს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი ზღვარი და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს. თუ საქართველოში იგი 48დოლარია, სომხეთში - დაახლოებით 65 დოლარი, აზერბაიჯანში კი -106.7 დოლარი, რუსეთში - 240 დოლარი.
862
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85