რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში ბოლო დროს ერთობ ფრთებგაშლილი კონტროლის პალატის შეზღუდვის ინიციატივა შევიდა. საქმე ეხებოდა ე.წ. სახელწიფო საწარმოების შემოწმებას, რომელსაც ზოგიერთ შემხთვევაში, პალატის ნაცვლად, აუდიტორული ფირმები განaხორციელებდნენ. როგორც ჩანს, ბეჟაშვილს და მის უწყებას იმაზე უფრო მეტად აქვს ფრთები გაშლილი, ვიდრე ამ ინიციატივის ავტორებს წარმოედგინათ. კონტროლის პალატის მოხთოვნით საკანონმდებლო ცვლილებები აღარ განიხილება.
პარლამენტს, აუდიტორული ფირმების მიერ კონტროლის პალატის ჩანაცვლების შესახებ ინიციატივის უკან გაწვევა მოუწევს. “კონტროლის პალატის შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ პროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა ბიუროს სხდომაზევე მოიხსნა.
ამ ინიციატივას თავად კონტროლის პალატა ეწინააღმდეგება. პალატაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებების შედეგად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მხოლოდ საგადასახდო მხარე შემოწმდება, კონტროლის პალატას კი, არა მათი საგადასახდო ვალდბეულებები, არამედ თანხების ხარჯვის მიზნობრიობა აინტერესებს.
კანონის მოქმედი რედაქციით, კონტროლის პალატა სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას ამოწმებს, თუ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ საწარმოს აუდიტს სამ წელიწადში ერთხელ მაინც არ ატარებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთი. კანონპროექტით კი, აღნიშნული უცხოური ფირმები, ადგილობრივებით უნდა შეცვლილიყო.
კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული ფირმის გარდა, საქართველოში მოქმედ აუდიტორული კომპანიების ნაწილსაც გააჩნია შესაბამისი რესურსები, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების მიზნით, კომპენტენტური აუდიტი ჩაატარონ. შესაბამისად, ვალდებულება, რომ სახელმწიფო საწარმოს შემოწმება მსოფლიოს წამყვანმა აუდიტორულმა ფირმებმა ჩაატარონ აღარ იქნება და მათი ჩანაცვლება ადგილობრივ ფირმებსაც შეეძლებათ.
ასეთი განმარტებები და განმარტებითი ბარათები არაფრად ეჭაშნიკათ კონტროლის პალატის უწყებაში. სავარაუდოდ, ლევან ბეჟაშვილის უწყებაში ჩათვალეს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები პალატის გავლენას შეამცირებდა და მის როლს დააკნინებდა. არადა, კონტროლის პალატა ბოლო 2 წელია შედარებით გააქტიურებულია და მის მიერ ჩატარებული მასშტაბური შემოწმების შედეგად ბევრ სახელმწიფო თუ საჯარო უწყებას პრობლემები შეექმნა.
მაგალითად, კონტროლის პალატის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 44 მილიონი ლარი “დაუბრუნდა”. პალატის უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა ეს ჯერჯერობით სიტყვიერად განაცხადა, მაგრამ შარშანდელ მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით იგი პარლამენტს ანგარიშსაც წარუდგენს.
“კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, საბიუჯეტო დანაზოგებისა და დაბრუნებული თანხების სახით, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა 44 მილიონი ლარი მიიღო”, - განმარტა ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობამ კონტროლის პალატის მიერ გაცემული უკვე 193 რეკომენდაცია გაითვალისწინა.
რაც შეეხება, უწყების მიერ ჩატარებული აუდიტის საფუძველზე გამოვლენილი კანონდარღვევების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, ბეჟაშვილის თქმით, სულ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე 37 პირის დაკავება მოხდა.
840
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85