მუსიკოსები და სპორტი

მუსიკოსები და სპორტი

საინტერესოა რა ადგილს იჭერს  სპორტი პროფესიონალ მუსიკოსთა ცხოვრებაში.

 

ყველასათვის ცნობილი ანსამბლი “ქუინი” არა მხოლოდ ვოკალური ან ინსტრუმენტული, არამედ სპორტული მონაცემებითაც გამოირჩეოდა.

 

ფრედი მერკურის, მაგიდის ჩოგბურთში თვალსაჩინო წარმატებები ჰქონდა, როჯერ ტეილორი კი, რომელიც დასარტყმელი ინსტრუმენტების გენიოსი იყო, ჩინებული ავტორალისტიც გახლდათ.

 

საინტერესოა რომ ფეხბურთის გუნდ “ნიუ-იორკ მეტროსტარის” გულშემატკივრები დღესაც კი, ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, სტადიონზე ასრულებენ “ქუინის” ცნობილ სიმღერას “ ჩვენ ჩემპიონები ვართ”.

ეს სიმღერა უკვე მრავალი წელია ამ კლუბის ჰიმნად იქცა. ალბათ დაგაინტერესებთ ერთი ფაქტიც. “ქუინის” წევრები კონცერტების მიმდინარეობებისას, სცენაზე მეტწილად “ადიდასის”, “პუმას”, “ტაიგერისა” და სხვა ფირმების სპორტული ტანსაცმლით გამოდიოდნენ.

 

“მსოფლიოს უსწრაფეს მომღერლად” აღიარებულია ცნობილი შემსრულებელი—სტინგი. ეს უკანასკნელი ადრე თურმე ინგლისის ჭაბუკ მძლეოსანთა ნაკრებში შედიოდა და 100 მეტრს 10,9 წამში ფარავდა.

 

რასაკვირველია რომ მუსიკოსთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ფეხბურთი სარგებლობდა.

 

დღეს საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ცნობილი ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი ერთ დროს მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული შემადგენლობის სათადარიგო მეკარე იყო. ერთ-ერთი მატჩის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და საბოლოო არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გააკეთა.

 

ბევრმა არ იცის და ალბათ გაუკვირდება, მაგრამ ინგლისური ჯგუფი “სლეიდის” ოთხივე წევრი თავის დროზე ფეხბურთელები იყვნენ.

 

მომღერალი ელტონ ჯონი საფეხბურთო კლუბი “უოტფორდის” მეპატრონე გახლდათ. შოტლანდიელი როდ სტიუარტი კი ახალგაზრდობაში გუნდ “ბრენტფორდში” თამაშობდა.

 

გასული საუკუნის 80-იან წლებში როდ სტიუარტმა და ელტონ ჯონმა მთავარი როლები ითამაშეს ფილმში “მარდი მუხლი”, რომელიც ალბათ მიხვდით რომ ფეხბურთს ეძღვნებოდა.

 

კონცერტების მიმდინარეობებისას როდ სტიუარტი სცენაზე ხშირად გამოდის ბურთით ხელში და მაყურებელს უჩვენებს თავის უბადლო ოსტატობას. სტიუარტი ასევე არის შოტლანდიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გულშემატკივარი და საყვარელი ნაკრების ყველა თამაშს პირადად ესწრება.

 

1978 წელს ელტონ ჯონმა გამოუშვა ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილ ერთ-ერთ სიმღერას, სათაურით “ჯორჯია”, იგი “უოტფორდის” კლუბის ფეხბურთელებთან ერთად ასრულებდა.