როგორი იქნება საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობა ანქვაბის პრეზიდენტობისას? - ამ საკითხზე ოფიციალურ თბილისს, დე ფაქტო სოხუმსა და ოფიციიალურ მოსკოვს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მაგალითად, რუსებს აინტერესებთ, ექნებათ თუ არა აფხაზეთში მიწის შეძენის უფლება ანქვაბის პრეზიდენტობის დროს (ამბობენ, ბაღაფში სწორედ ამ საკითხს შეეწირაო)... აფხაზებს უნდათ, საქართველოსაგან აღიარება მოიპოვონ, საქართველო კი ცდილობს, ისე მოხიბლოს აფხაზები ბათუმითა და ანაკლიით, რომ აქეთ შეგვეხვეწონ, შემოგვიერთეთო. ამასობაში კი, სომხებს თავიანთი „დიდი სომხური ინტერესები“
აქვთ... „ქართულ სიტყვას“
კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა
არეშიძე ესაუბრა.
ბატონო მამუკა, აფხაზეთის ახლად არჩეულმა დე ფაქტო
პრეზიდენტმა ანქვაბმა განაცხადა, საქართველოს მთავრობასთან დიალოგი აფხაზეთისთვის პრიორიტეტი იქნებაო.
მაინც, რას უნდა
ველოდოთ ანქვაბისგან?
- მას არ უთქვამს, რომ ფხაზეთისთვის პრიორიტეტი საქართველოს მთავრობასთან დიალოგი იქნება. მან თქვა, საქართველოსთან დიალოგი უნდა შედგესო და ამას პოზიტიურ პერსპექტივად ვერ შევაფასებთ. დიალოგის რეჟიმში, თუ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე მოხდება, განხილული იქნება ცეცხლის განუახლებლობისა და ასეთი ტიპის დოკუმენტებზე ხელმოწერის საკითხები, ანუ ლაპარაკი აღიარება-არაღიარებაზე კი არა, ცეცეხლის არგანახლებაზეა. სწორედ ამას მოითხოვს რუსეთი და ზოგიერთი დასავლეთელი პარტნიორი საქართველოსაგან. ეს ანქვაბის განცხადების ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტით კი, ანქვაბი უშუალოდ საქართველოსთან ლაპარაკს მხოლოდ აღიარების პირობის შემთხვევაში დაიწყებს. ქართულმა პრესამ კი, როგორც ყოველთვის, ამ განცხადების ის ნაწილი აიატაცა, რომელიც თავში კარგად ჩაუჯდა, დიალოგი საქართველოს მთავრობასთანო. ვთლი, რომ ანქვაბმაQძალიან კარგი ნიშანი მოგვცა, ოღონდ მისაღები ფორმაა მოსაძებნი, სხვა შემთხვევაში, ლაპარაკს აზრი არ აქვს. მიაქციეთ ყურადღება, თუ რაზეა ლაპარაკი - ცეცხლის არგანახლების დოკუმენტზე, რომელზეც რუსეთი ხელმოწერას სამი წელია ითხოვს, ან აღიარებაზე. აღიარებაში რას ჩავდებთ, ეს უკვე ჩვენი საქმეა.
ჩვენი მხრიდან აღიარების პირობად რა
შეიძლება ჩაიდოს?
- მაგალითად, რუსეთის ჯარების გაყვანა და ლტოლვილების დაბრუნება. ბუნებრივია, ყველაფერი ეს საერთაშორისო გარანტიებითა და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებით უნდა მოხდეს.
ოცი წელია, აფხაზეთი საქართველოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, მეორე
საკითხია, როგორ არსებობს - ცუდად თუ
კარგად... ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გაწელილი დრო წყალს
ვის წისქვილზე ასხამს?
- კონფლიქტების მოგვარების სქემა მსოფლიოში ერთნაირია - კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების შეყვანა და მდგომარეობის გაყინვა, თუმცა ამ ფორმულით მოგვარებული კონფლიქტი არსად მინახავს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახლებური გზების მონახვა და ახლებური ხედვების დემონსტრირება. პოზიტიური გარღვევის მცდელობას ვერც ერთ მხარეს ვერ ვამჩნევ და, აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, თუ ვინ როგორ მოიქცევა
ბატონო მამუკა, რეალურად რომ ავწონ-დავწონოთ, საითკენ იხრება
პინა - აღიარებს საქართველო აფხაზეთს თუ
არა?
- პინა ჯერ
არც ერთ მხარეს არ იხრება, თუმცა დასავლეთიდან გვესმის ხმა, იმის გამო, რომ საქართველო დესტრუქციულია, მას ხელი აქვთ შეკრული და არ შეუძლია აქტიური იყოს აფხაზეთის სივრცეში,
დესტრუქციაში რას იგულისხმება?
- საქართველოს მხრიდან
მილიტარისტული განცხადებები და შეურიგებლობა დესტრუქციულია. საქართველოში კოსტრუქციული ორიენტაციის დეფიციტია.
ბათუმი დამშვენდა და
ანაკლია აშენდა, აფახეთში კი, არაფერი
ხდება. ამ ფონზე,
ხომ შეიძლება, აფხაზებს საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ?
- არა, აფხაზების მხრიდან ასეთი ინტერესი იმიტომ არ გაჩნდება. აფხაზები საქართველოთი რომ დაინტერესდნენ, ცვილელები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს. რასაკვირველია, კარგია რომ ბათუმსა და ანაკლიაში ასეთი სიახლეებია და ეს, ტყუილს ვერ ვიტყვი, აფხაზებს აინტერესებთ კიდეც, მაგრამ თან უნდათ, რომ ვითარებაში გაერკვნენ, ანუ მათ იციან, რომ ყველაფერი ეს ფრაგმენტული ქმედებებია და სისტემური ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ხორციელდება. მართალია, სოხუმსა და გაგარაში რაღაც აღმშენებლობები არის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. აფხაზეთში უზარმაზარი კორუფციაა, მაგრამ რომ გითხრათ, ამის გამო გაგიჟებულები არიან და გაიძახიან, საქართველოში შეგვაერთეთო, ასე არაა.
ანქვაბის გაპრეზიდენტებით, რუსები
აფხაზეთში მიწების ყიდვას
შეძლებენ, რაზეც დიდი
ხანია, ოცნებობენ?
- ანქვაბი რუსეთის
წინაშე იმ დაპირებით წარსდგა, რომ გადახედავდა ქონების გასხვისების საკითხებს. მან ეს თემა ძალიან თვალთმაქცურად ჩართო თავის წინასაარჩევნო განცხადებებში, მაგრამ როცა თავისას მიღაწია და პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქონების შეძენა შესაძლებელი იყოს, მაგრამ არა - მიწისო. აფხაზეთში მსხვილი
ქონება რომ შეიძინო, გარკვეული ბიუროკრატიული აპარატის გავლაა საჭირო, მხოლოდ ადგილობრივ მოქალაქესთან ერთად შეგიძლია გააკეთო შპს, ან ფონდი და ასე შეიძინო ქონება, მაგრამ არა - მიწა. ამის გამო
აფხაზეთი რუსი ოლიგარქების თვალში მომხიბვლელობას კარგავს. მოკლედ, ანქვაბის მოსვლით, პრინციპში, ბევრი არაფერი შეიცვალა...
ანქავბის წინააღმდეგ თავის
დროზე ტერაქტების სერია
განხორციელდა. საით მიდის
კვალი?
- ძნელი სათქმელია... კვალი, როგორც ადგილობრივებისკენ, ასევე, შესაძლოა, რუსეთისკენაც მიდიოდეს. არიან ადამიანები, ვისი ინტერესებიც გადაკვეთა ანქვაბმა... ეს ადამიანები შეიძლება,
რუსებიც იყვნენ და აფხაზებიც.
ანქვაბი აფხაზეთში ვითარების შეცვლაზე ძალიან
რადიკალურ განცხადებებს აკეთებს.
მას თავისი გუნდი
ჰყავს?
- დიახ, განაცხადა, რომ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს. ანქვაბს გუნდი არ ჰყავს, ჰყავს ჯარი, რომელიც მის ყველა ბრძანებას შეასრულებს. ანქვაბი დემოკრატიული კი არა, ავტორიტარული ტიპის მმართველია.
ბატონო მამუკა, ახლა,
მოდით, სომხურ თემას
შევეხოთ. ამასწინათ, არნოლდ
სტეფანიანმა განაცხადა, სექტემბრის ბოლოს, ან
ოქტომბის დასაწყისში, საქართველოში არმენოფობია პიკს
მიაღწევსო. თქვენი აზრით,
სტეფანიანს მხედველობაში რა
აქვს?
- ეს არ
ვიცი, მაგრამ სენატის სომხური ლობის ზეწოლით, ობამ მიიღო დოკუმენტი, როლის თანახმადაც, თურქეთმა თურქეთში არსებულ ქრისტიანულ თემებს უნდა გადასცეს ისტორიული ქრისტიანული ძეგლები. ამ დოკუმენტს ხელი თურქეთმაც მოაწერა. საქმე ისაა, რომ თურქეთში ბერძნული და სომხური ქრისტიანული თემები არის, ქართული ქრისტანული თემი კი, - არა. სომხებს პრეტენზია აქვთ ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე. მართალია, ზუსტად ვერ გეტყვით, სომხები თავისად კონრეტულად რამდენ ძეგლს აცხადებენ, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთი ოშკია. ძეგელების ჩამონათვალის გამოქვეყნებას შესაძლოა, ახალი და ძლიარი საპროტესტო ტალღა მოჰყვეს ქართველების მხრიდან. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ქართველებსა და სომხებს შორის დაპირისპირება არ უნდა მოხდეს. ეს თემა არ უნდა გაამწვავოს მედიამ, რადგან გამწვავების შემთხვევაში, შეიძლება, უფრო დიდი პრობლემები შეგვექნას. როცა აფახაზეთში ბაგრამიანის ბატალიონთან ვომობდით, თბილისელი სომხები საქართველოსთვის იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ. როგორც კი ტაო-კლარჯეთის ძეგლების საკითხი წამოიჭრება, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზები უნდა ვეძებოთ - არგუმენტებით უნდა ვებრძოლოთ და არა - ქუჩაში გამოსვლებით.
მართალია, თემი არაა, მაგრამ თურქეთში მართლმადიდებელი ქართველებიც არიან და კათოლოკეებიც. 500-მდე ოჯახია, რომელსაც თავისი სამლოცველო აქვს და ამ საკითხის წამოწევა შეიძლება, ანუ თუ არგუმენტირებულად მივუდგებით, ამ პრობლემის მოგვარების პერსპეტივა გვაქვს. გამწვავების შემთხევაში კი, შეასაძლოა, შეუქცევადი პროცესები დაიწყოს და ეს საკითხი საქართველოსთვის პოზიტიურად არ გადაწყდება.