მერკელი და ოლანდი ბერძნებისგან კიდევ მეტ მოთმინებას მოელიან

მერკელი და ოლანდი ბერძნებისგან კიდევ მეტ მოთმინებას მოელიან

ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის  შეხვედრა გაიმართა მანამ, სანამ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე გამართავს შეხვედრას საბერძნეთის პრემიერმინისტრთან. ევროპის ლიდერებმა საბერძნეთის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ისინი „სამეულის“ მოხსენებას დაელოდებიან.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა დავიცვათ. დაველოდებით ევროპის ცენტრალური ბანკის, ევროკომისიისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის მოხსენებას. მოვუწოდებთ საბერძნეთს, დაიცვას არჩეული რეფორმების გზა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობისგან ბევრს მოითხოვს“,-განაცხადა კანცლერმა.

ფრანსუალ ოლანდმა მხარი დაუჭირა მერკელის განცხადებას და განაცხადა, რომ ევროპას საბერძნეთის ზონაში დარჩენა სურს.

„მე, ისევე როგორც სხვასაც, გვსურს, რომ საბერძნეთი ევროკავშირში დარჩეს. თუმცა, ბერძნებმა ამისთვის ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ერთად მივაღწიოთ შედეგს“,-აღნიშნა ოლანდმა.