"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი შეკრების გამართვის მიზეზი ისიც არის, რომ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურისგან მიიღონ ინფორმაცია, რაში იხარჯება ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონი.
აქციაზე მათ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარის დაზარალებულთათვის არგამოყენება გააპროტესტეს და ამ თანხების მიზნობივად გამოყენება მოითხოვეს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ის სხვა აქტივისტებთან ერთად, გუშინ კახეთში იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან და გლეხები დახმარებას კვლავ ელოდებიან.
„ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონი არა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს, არამედ სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოახმაროს“, - განაცხადა მან.