მიხეილ სააკაშვილი: რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა

მიხეილ სააკაშვილი: რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა

რამდენიმე დღეში ლაზიკის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში განაცხადა, რომელსაც ქართველ ოლიმპიელებთან ერთად ესტუმრა.

მისი თქმით ამ მშენებლობით მისი მთავარი ოცნების განხორციელება იწყება. როგორც პრეზიდენტი აცხადებს,  ანაკლია არის ადგილი, რომელიც ოთხი წლის წინ ოკუპანტმა მთლიანად გადაწვა და აღნიშნა, რომ ხელახლა მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო.

„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის; საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული ქართული პორტი... დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა - ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა…“, - განაცხადა პრეზიდენტმა.