აბაშაში

აბაშაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მოსახლეობასთან შეხვედრა ნაცმოძრაობის მთვრალმა აქტივისტებმა ჩაშალეს

კოალიცია "ქართული ოცნების" აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი საბულუას ნასვამმა პირებმა სოფელ მაიდანში წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.

როგორც საბულუა აცხადებს დღეს მას სოფელ მაიდანის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჰქონდა, თუმცა შეხვედრა კონკრეტული მიზეზების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ მთვარლი აქტივისტების წყალობით ჩაიშალა.

„მაშინ როცა მაიდანის მოსახლეობასთან შეხვედრას ვმართავდი, აგრესიული ქალები და მთვრალი მამაკაცები გამოჩნდნენ, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყეს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ისინი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ. იძულებული გავხდი შეხვედრა დამეტოვებინა", - განაცხადა ირაკლი საბულუამ.

მისივე განმარტებით, აბაშის სოფლებში შეხვედრებს მაინც გააგრძელებს და მოსახლეობას "ქართული ოცნების" სიტყვას მიაწვდენს.