სააპელაციო სასამართლომ კახი კალაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ კახი კალაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 სააპელაციო სასამართლომ დღეს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

მოსამართლე მერაბ ლომიძის განაცხადებით, აღნიშნული დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა 10 ასგვისტოს დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა.