„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულის, გარდაბნისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულის, გარდაბნისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ 3 რაიონში  დაასახელა.

 მმართველი პარტიის სახელით  მარნეულში კენჭს აზერ სულეიმანოვი, გარდაბანში - გიორგი ფეიქრიშვილი, ხოლო წალკაში რევაზ შავლოხაშვილი იყრის. ისინი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ კოდაში, მექანიზაციის ახლადაშენებული ცენტრის დათვალიერებისას წარადგინა. 

 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ქვემო ქართლი სასოფლო-სამურნეო ტრადიციებით გამოირჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილმა კანდიდატებმა ყურადღება თითოეული გლეხის პრობლემას დაუთმონ. 

ცნობისთვის, აზერ სულეიმანოვი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, გიორგი ფეიქრიშვილს გარდაბნის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, ხოლო რევაზ შავლოხაშვილი წალკის გამგებელი.