ვიქტორ დოლიძე: „ქართული ოცნება“ ემიგრანტებთან ნაყოფიერად მუშაობს

ვიქტორ დოლიძე: „ქართული ოცნება“ ემიგრანტებთან ნაყოფიერად მუშაობს

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე წერს, რომ „ქართული ოცნება“ ემიგრანტებთან სათანადოდ არ მუშაობს. „ საზღვარგარეთ არც არაფერი გაკეთებულა, რამდენიმე დროშის ფრიალის გარდა. თბილისიდან ამ საქმის მმართველი ყოფილა კოტე სურგულაძე. მისი ამორჩეულიც ყოფილან ის წარმომადგენელები, ვინც მეტწილად არც არავის იცნობენ და ვისაც საკუთრივ არ იცნობს ემიგრაცია. ხელისუფლებამ ქართულ ემიგრაციას უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ეს არ გამოიყენა",-წერს ზურაბიშვილი.  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ დოლიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯგუფი, რომელსაც კოტე სურგულაძე ხელმძღვანელობს, ძალიან დიდ საქმიანობას ეწევა.

„ქართული ოცნების ის ფრთა, რომელიც ემიგრანტებთან მუშაობს, ევროპაში, ამერიკაში თუ სხვა ქვეყნებში ქართულ სათვისტომოსთან წარმატებით თანამშრომლობს. ძალიან დიდი საქმიანობას ეწევა  კოტე სურგულაძის ხელმძღვანელობით ჯგუფი, რომელმაც ბევრი საქმე გაააკეთა. სწორედ მათი მუშაობის შედეგია ემიგრანტთა ჯგუფების აქტიურობა დასავლეთის სხვადასხვა ქალაქებში. კერძოდ,  რა ვერ გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“, ამაზე ქალბატონი სალომე ალბათ, უკეთესად გიპასუხებთ“,-აცხადებს ვიქტორ დოლიძე.