„თავისუფალი საქართველო“ უკანონო ბანდფორმირებებზე ირაკლი ალასანიას განცხადებას არ ეთანხმება

„თავისუფალი საქართველო“ უკანონო ბანდფორმირებებზე ირაკლი ალასანიას განცხადებას არ ეთანხმება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ 10 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ე.წ. ზონდერ-ჯგუფების წვრთასთან დაკავშირებით გასულ სიუჯეტს გამოეხმაურა. ამის შესახებ პარტია განცხადება გაავრცელა.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ სიუჟეტში, გარდა ნანა ფაჟავას მიერ მიწოდებული მასალისა, საუბარი იყო ირაკლი ალასანიას მიერ გასულ წელს გაკეთებულ განცხადებაზე სამეგრელოში უკანონო ბანდ-ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ. ასევე, მოყვანილი იყო კახა კუკავას კომენტარი ნანა ფაჟავას მიერ გადაღებულ მასალასთან დაკავშირებით.

 „პარტია „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ზონდერ-ჯგუფების არსებობას. ამასთან, პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებულ კომენტარი, შეეხებოდა მხოლოდ ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიერ მოპოვებულ მასალას და მას არანაირი საერთო არ აქვს ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებსთან სამეგრელოში უკანონო ბანდ-ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ, ვინაიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მიერ დასახელებულ პირებს შორის, არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების გვარდიის ვეტერანებს და მათ „თავისუფალი საქართველო“, ისევე როგორც მთელი სამეგრელო უდიდეს პატივს სცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 პარტია მადლობას უხდის ჟურნალისტ ნანა ფაჟავას და ტელეკომპანია „მაესტროს“ ოპერატიული მასალების გადაღებისა და ეთერში განთავსებისთვის და აცხადებს, რომ არსებულ პირობებში მედიის მხრიდან ამგვარი მასალის გასაჯაროვება, წარმოადგენს სამოქალაქო გმირობის ტოლფას საქციელს.