როზი ჰანინგტონ-უაითლის პირველი დიზაინერული ნამუშევარი( VIDEO)

როზი ჰანინგტონ-უაითლის პირველი დიზაინერული ნამუშევარი( VIDEO)

„ვიქტორია სეკრეტის“ 25 წლის ანგელოზი, წარმატებული სუპერმოდელი და მსახიობი როზი ჰანინგტონ-უაითლი ამჯერად ძალებს დიზაინერის როლში მოსინჯავს.

როზის დებიუტი, ცნობილ  ბრიტანულ ბრენდთან Marks & Spencer-თან ერთად შედგა. ადრე გოგონა მათთან მოდელის ამპლუაში მუშაობდა, ახლა კი  თეთრეულის პირველი კოლექცია გამოუშვა. კოლექციას ახალბედა დიზაინერმა   Rosie for Autograph დაარქვა.

ახალი კოლექცია მაღაზიებში 30 აგვისტოდან გაიყიდება, საკუთარ პროდუქციას რეკლამას სუპერმოდელი თავად გაუკეთებს, იქამდე კი მან  წარმოადგინა ვიდეო, სადაც თავის ახალ სამუშაოზე ყვება: „მე ყოველთვის მაინტერესებდა ეს თემა და რაღაც პატარ-პატარა იდეები მუდამ მქონდა. როგორ განვახორციელე ეს ჯერჯერობით  საიდუმლოდ რჩება, თუმცა მალე ყველანი იხილავთ და დარწმუნებული ვარ კმაყოფილებიც დარჩებით“-ამბობს მოდელი.

საიდუმლო ბოლომდე არ გაუმხელია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი კოლექციის აბრეშუმის თეთრეული, რბილ პასტელის ფერებში იქნება გადაწყვეტილი და ნაზი ორნამეტრებბის მაქმანებით გაფორმდება.

როზიმ სამოდელო კარიერა 2003 წელს დაიწყო და ძალიან მალე მსოფლიოს საუკეთესო მოდელთა სიაშიც მოხვდა.  მისი დებიუტი „ვიქტორია სეკრეტში“  2006 წელს შედგა, ბრენდის ანგელოზი კი,  2010 წელს გახდა.