ბერა ივანიშვილის ტელეკომპანიამ GDS TV-მ  საცდელი მაუწყებლობა დღეიდან დაიწყო

ბერა ივანიშვილის ტელეკომპანიამ GDS TV-მ საცდელი მაუწყებლობა დღეიდან დაიწყო

ბერა ივანიშვილის გასართობმა ტელეკომპანია GDS TV-მ საცდელი მაუწყებლობა დღეს, 14 აგვისტოს დაიწყო. GDS TV-ის მაუწყებლობა ინტერნეტით და საკაბელო კომპანია „გლობალ TV”-ის საშუალებით ვრცელდება, რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს მისამართზე www.gdstv.ge შეეძლებათ.

ტელეკომპანიის ეთერში ამჯერად მუსიკალური რგოლები, არხის პროექტების შეფუთვა და ანონსები გადის. არხის მთავარი პროდუსერის, ელენე კოლელიშვილის განცხადებით, გადაცემებით და სხვა პროექტებით სატელევიზიო ბადე სექტემბრიდან დაიწყება.

ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე არის ვიდეოგალერია, ასევე მუსიკალური კლიპების განყოფილება და ფოტოგალერეა. აქვე უნდა განთავსდეს ტელეკომპანიების გადაცემების და პროექტების შესახებ ინფორმაცია. მათ შორისაა: ოცნებისდილა, კინომანი, დროისმანქანა,ლიტერატრულიუწონადობა, ქართული სერიალიდა ”ისწავლე GDS-თანერთად”.

ტელეკომპანიამ 13 აგვისტოს საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად კომუნიკაციების კომისიაში ავტორიზაცია გაიარა. მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა იქნება, გეოგრაფიული არეალი - საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი.

 ლიცენიზია მფლობელს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია როგორც საკაბელო ქსელების საშუალებით, ისე თანამგზავრული სისტემებით გაავრცელოს.