სააკაშვილი: ოქტომბერი  თავის მოსაწონებლად კი არა,  წარსულის უკან მობრუნებისკენ თავის დაცვაა

სააკაშვილი: ოქტომბერი თავის მოსაწონებლად კი არა, წარსულის უკან მობრუნებისკენ თავის დაცვაა

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში, ხვანჭკარას მოსახლეობას სიტყვით მიმართა. სააკაშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმართლე ამ არჩევნებზე გაირკვევა.

პრეზიდენტის განცხადებით,  ოქტომბერი  თავის მოსაწონებლად კი არა, პირველ რიგში, წარსულის უკან მობრუნებისკენ თავის დაცვაა.

„ღმერთმა არ ქნას, წარსული უკან მობრუნდეს. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, „წარსული უნდა დავაბრუნოთო“.  პირდაპირ გვეუბნებიან, რომ უნდა დაანგრიონ მარტო შუშის ხიდი კი არა, მთელი სიაა აქვთ: პარლამენტი, იუსტიციის სახლები, რომლებიც აღიზიანებთ იმიტომ, რომ მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის იუსტიციის სახლი არის პრობლემა. როგორც კი კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში,  კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში,  საავადმყოფოებში, სოფლებში,  უბნებში და აშ“,  - განაცხადა სააკაშვილმა.