ავღანეთში კიდევ სამი  ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში.  სამხედრო ალიანსის განცხადებით, ავღანეთის ჯარისკაცების ფორმაში გადაცმულმა სამმა პიროვნებამ თავდასხმა განახორციელა ალიანსის ჯარისკაცებზე.

ინციდენტი გელმანდის   პროვიციაში მოხდა. სამივე ჯარისკაცი სპეციალური დანიშნულების დანაყოფში მსახურობდა.

2012 წლის დასაწყისიდან, 20-ზე მეტი ალიანსის ჯარისკაცია დაღუპული ავღანეთში „თალიბების“ თუ სხვა დაჯგუფებების მიერ.