ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებამ პუტინის ნათქვამი თითქოს,  რაღაც აღმოაჩინა, ამ აღმოჩენაში, თავიანთი დანაშაულის  დამალვა სურთ

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებამ პუტინის ნათქვამი თითქოს, რაღაც აღმოაჩინა, ამ აღმოჩენაში, თავიანთი დანაშაულის დამალვა სურთ

 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  რეგიონებში შეხვედრას განაგრძობს. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  ურეკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 დაბა ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრისას კოალიციის ლიდერმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და სამშობლოსათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისგან გურიაში არსებული პრობლემები მოისმინა, თავის მხრივ კი, კოალიციის ლიდერმა ურეკელებს ამ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო და საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

„დიდი მსხვერპლი განიცადა საქართველომ. ძალიან დიდი აგრესია მივიღეთ ოთხი წლის წინათ. რის შედეგადაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი და საუბედუროდ, გვყავს დაღუპულები. მოდით,  პატარა ანალიზი გავაკეთოთ,  რა მოხდა ამ დღეს, რატომ მოხდა ეს უბედურება და კიდევ ერთხელ,  ვუპასუხოთ ხელისუფლების სპეკულაციას ამ თემებზე. ის რომ მათ ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინეს და  რაც შეიძლებოდა ყველაზე დიდი უმეცრება,  სახელმწიფოს მეთაურს გამოევლინა ყველაფერი გააკეთა.  დღეს,  ეს თემა ისე აქვთ დაყვანილი ლამის,  საკუთარი თავი გმირებად და გამარჯვებულებად გამოაცხადონ და ლამის,  ამ თემით საუბარი ოპოზიციას აკრძალული აქვს.  თვითონ კი, ამაყობენ.

 ის რასაც ამბობს სააკაშვილი და მისი იდეოლოგები,  თუ როგორ ამართლებენ ამ ომს,  იმეორებენ მუდამ, რომ რუსეთი ამ ომისათვის  ძალიან დიდი ხნით, რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდა, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და თითქოს,  ამის აღმოჩენით ამ ომის გამართლებას ცდილობენ. ყველამ ვიცით და აქ საკამათო არაფერია, რომ  რუსები რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდნენ.

 მე მათ  დავეხმარები და კიდევ უფრო განვავრცობ, წლების კი არა,  საუკუნეებით ადრეც ემზადებოდნენ და სურდათ თავიანთი გეოპოლიტიკა გაემყარებინათ და კავკასიის აქეთ გადმოსულიყვნენ, თუმცა რუსეთი არაა ერთადერთი ჩვენი მეზობლებიდან,  ვისაც ჩვენი ტერიტორიების მიმართ  გარკვეული სურვილი ამოძრავებთ.  შესაბამისად, ის რომ ღია კარებს ამტვრევენ და თითქოს რაღაც აღმოაჩინეს აი,  პუტინმაც თქვაო,   დიახ,  რუსეთი დიდი ხანია იღწვის გადმოსულიყო კავკასიის აქეთ,  თუმცა ეს არაა აღმოჩენა და ამ აღმოჩენაში, ამ მარტივ სიცრუეში მათ საკუთარი დანაშაულის  დამალვა სურთ.

რუსეთი რამდენიმე ხნით ადრე ემზადებოდა,  თუმცა რას ელოდებოდა ამდენი წელიწადი, რატომ ერთი, ორი ან სამი  წლით ადრე არ დაიწყო? იმიტომ რომ  მიზეზს და  რეალურ საბაბს ელოდებოდა.

ეს მოლოდინი სააკაშვილმა გაუმართლა. სააკაშვილმა გაუკეთა რუსეთს ყველაფერი ის, რასაც  დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. ეს მოლოდინი აუხდინა სააკაშვილმა.  რა მოხდა 8 აგვისტოს და რატომ გააკეთა ეს უმეცრებები და ამდენი სისულელე სააკაშვილმა, რატომ მისცა რუსულ ჯარს საშუალება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, ეს  ძალიან მარტივი ასახსნელია,  თუ იმ მოვლენებს გავიხსენებთ,  რომელსაც 2007 წლის ნოემბრიდან ადგილი ჰქონდა.

 7 ნოემბერს  სააკაშვილმა მოახერხა და მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია,  ამას მოჰყვა დიდი აღშფოთება, როგორც ქართველი ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, შემდეგ დამოუკიდებელ  ტელევიზიაში შეჭრა და მკაცრი მოთხოვნის შედეგად, როგორც  ქართული ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან   სააკაშვილი გადადგადა  2008 წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ის არალეგიტიმურად მოვიდა ხელისუფლებაში. მან ამ არჩევნებში  ვერ გაიმარჯვა, გაყალბდა არჩევნები და სააკაშვილმა    მინიმუმ 105 დაიმატა.  ამის შემდგომ,  ოპოზიციასა და ქართულ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება იყო, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის სავარძელს წყალი ჰქონდა შემდგარი  სააკაშვილი მუდმივად ეძებდა გამოსავალს  თუ როგორ  გაემყარებინა საკუთარი სავარძელი.  ჩემი აზრით, მას ამ გამოსავალის მოძებნაში  რუსეთის მზვერავებიც დაეხმარნენ. მას მუდმივად აცნობებდნენ,  რომ თითქოს,  მათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის  დიდი ინეტერსი აღარ ჰქონდათ,  მოეწყინათ კოკოითი და აშ. სააკაშვილი ფიქრობდა, რომ თუ ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ომით აიღებდა, ამით  სავარძელს გაიმაგრებდა.  ეს იყო რეალურად იმ სისულელეების მიზეზი,  რაც მან ჩაიდინა.  

სანამ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა,   ქართული სოფლების მიმართულებით  გაუგებარი ფორმირებები ისროდნენ.  ეს  რამდნეიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. იქ დაზიანდა რამდენიმე სახლი, თუმცა  არავინ  დაღუპულა.   სააკაშვილი გამოდიოდა ტელევიზიიებით და როგორც ზღარბი იბურძგლებოდა და მუდამ იმუქრებოდა, რომ თუ არ გაჩერდებიან, ჩვენ ამას ვუპასუხებთო.  იმის სანაცვლოდ,  რომ მას მოეწვია უცხოელი  დამკვირებლები, რამდენადაც მას ჰქონდა სურვილი საომარი მოქმედებებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები და გაემაყრებინა საკუთარი სავარძელი,  გამოუსწორებელი სისულელეები ჩაიდინა. უცხოელი დამკვირებლების მოწვევის შემთხვევაში კონფლიქტის დამთავრება ძალიან რეალური და შესაძლებელი იყო.  მან კი, მძიმე ტექნიკა გამოიყვანა,  ჩაერთო  საომარ მოქმედებებში და მივიღეთ ის,  რაც მივიღეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ე სიყო ყველაზე დიდი უმეცრება, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში ჩაიდინა.

 ივანიშვილის თქმითვე, იმ პერიოდში აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო ჩვენი მხედარმთავრის  მოქმედებები.  

„ჯერ აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო  და იმის შემდეგ პროცესების მართვაც ვერ შეძლო.  რუსებს თუ მოუნდებოდა თბილისამდეც თავისუფალად ჩავიდოდნენ, სააკაშვილი  არაფრის შემჩერებელი არ იყო.  უბრალოდ,  კიდევ ცდილობს მოგვატყუოს“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე,  აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“  ამ პრობლემებს მიხედოს და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნონ.