კალაძეს აუდიტის სამსახურმა ქონება დაუყადაღა და 17 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა

კალაძეს აუდიტის სამსახურმა ქონება დაუყადაღა და 17 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კახი კალაძეს 17 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა და უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღა, რაც მის მიერ საკუთარ ანგარიშებზე თანხების დაბრუნების მოთხოვნის შეუსრულებლობას უკავშირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კახი კალაძეს, როგორც გაცხადებულ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირს,  საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი 3.388.992 ლარის დაბრუნება მოსთხოვა.

"საქალაქო სასამართლოსადმი აუდიტის სამსახურის მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ კალაძემ საკუთარი ანგარიშებიდან გამოტანილი თანხები უკან არ დააბრუნა, რისთვისაც მას ვადა 9 აგვისტომდე ჰქონდა. 17 მილიონი იმ თანხის ხუთმაგ ოდენობას წარმოადგენს, რის საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოითხოვდა.სწორედ სახელმწიფოს მიერ ამ 17 მილიონის ამოღების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა აუდიტის სამსახურმა კალაძის ქონების დაყადაღებაც. საუბარია ყადაღის დადებაზე როგორც მის წილებსა და საბანკო ანგარიშებზე, ისე უძრავ-მოძრავ ქონებაზე", -განაცხადა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

კალაძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 15:30 საათზე გაიმართება.