ივანიშვილმა და კალაძემ საბანკო ანგარიშებზე თანხები დღეს უნდა დააბრუნონ

ივანიშვილმა და კალაძემ საბანკო ანგარიშებზე თანხები დღეს უნდა დააბრუნონ

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის წევრმა კახა კალაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე თანხა დღეს უნდა დააბრუნონ. დაბრუნებისთვის ვადა დღეს 12:00 საათზე იწურება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს საკუთარ ანგარიშებზე თანხის დაბრუნების წინადადებით 7 აგვისტოს მიმართა.

„2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი. ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატ შალვა თადუმაძე აღნიშნულ მითითებას უკანონოს უწოდებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ მუხლების მითითებას სთხოვს, რომელთა თანახმადაც აღნიშნულმა პირებმა თანხა უკან უნდა დააბრუნონ.