ლუკაშენკო ლიტვას და შვედეთს ემუქრება

ლუკაშენკო ლიტვას და შვედეთს ემუქრება

ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განმარტებით, შვედეთთან დიპლომატიური კონფლიქტი ბელორუსიის  ცაზე მარტო  შვედური თვითმფრინავის გადაფრენასთან არ არის დაკავშირებული. 

„ქვეყნები, რომელთაც ბელორუსიის საზღვარი დაარღვიეს, საერთაშორისო სამართლის ნორმებით აგებენ პასუხს. ეს იყო ყველა შეთანხმების დარღვევა. მათ უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ დაუთმეს ქვეყნის ტერიტორია შვედებს ჩვენი საზღვრის დარღვევისთვის. ლიტვა ამაზე პასუხს აგებს“,-განაცხადა ლუკაშენკომ. 

მინსკის თავზე გადაიფრინა შვედურმა თვითმფრინავმა, რომელიც ლიტვის გავლით შევიდა ქვეყანაში და ბელორუსიის დედაქალაქის თავზე სათამაშო დათუნიები გადმოყარა, რომელთაც ლოზუნგები- „სიტყვის თავისუფლება“ ჰქონდათ აკრული.