BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლება სირიელ აჯანყებულებს 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს ანუ 7,8 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
ეს თანხა აჯანყებულთათვის მედიკამენტების და კავშირგაბმულობის აპარატურის შეძენაზე დაიხარჯება.
ბრიტანეთის ხელისუფლათა განმარტებით, ეს თანხა აჯანყებულებს დაეხმარება, აღადგინონ დაბლოკილი კავშირგაბმულობა, რომელსაც სპეციალურად“ბლოკავს“ ასადის რეჟიმი და შეიძინონ სპეციალური მედიკამენტები.