„აგენტი 007“  საკუთარ იუბილეზე  საკუთარ ტელეარხს გახსნის  (VIDEO)

„აგენტი 007“ საკუთარ იუბილეზე საკუთარ ტელეარხს გახსნის (VIDEO)

ტელეკომპანია Sky ბონდიანას 50 - წლის  იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ ტელეარხს  Sky Movies 007 -ს ქმნის.

ტელეარხი მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს და მის ეთერში  მხოლოდ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმები გავა.

ტელეარხის მაუწყებლობა 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. ის არაკომერციული იქნება და ეთერში პირველი 1962 წელს გადაღებული „Dr. No“- გავა. ფილმში ჯეიმს ბონდის როლს შონ კონერი თამაშობს და მისი ავტორი ტერენს იანგია.