წიკლაური ამერიკულ ორგანიზაციას

წიკლაური ამერიკულ ორგანიზაციას "Penn Schoen Berland"-ს დაბალი ცნობადობის კვლევით ორგანიზაციას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, , "Penn Schoen Berland"-ი დაბალი ცნობადობის კვლევითი ორგანიზაციაა. აღნიშნული შეფასება წიკლაურმა ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგებზე საუბრისას გააკეთა.

„მიღებული პრაქტიკა არ არის, რომ დაიქირავო კვლევითი ორგანიზაცია, სხვათაშორის, ძალიან დაბალი ცნობადობის, კვლევები დაუკვეთო და თავად განასაჯაროო იმ მიზნით, რომ შთაბეჭდილება შექმნა თითქოს მაღალი მაჩვენებელი გაქვს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, შეიძლება კვლევით ორგანიზაციას კვლევა დაუკვეთო და ეს იყოს პოლიტიკური პარტიის პირადი მოხმარებისთვის, რადგან აზრი შეიქმნა სად გაქვს პრობლემა ან მეტი წარმატება.

„ერთი მხრივ, არის ძალიან ცნობილი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები, ამის საპირწონედ ცდილობენ სხვადასხვა ადამიანებისა და ორგანიზაციების დაქირავებას, რაც არასწორია“, – აღნიშნა წიკლაურმა.

ამერიკულმა ორგანიზაციამ- "Penn Schoen Berland"მა დღეს კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოახდინა.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას - 42%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 41% მისცემდა."Penn Schoen Berland"-ის მიერ კვლევა მიმდინარე წლის ივლისში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.