„Penn Schoen Berland“:  „ქართულ ოცნება“  42%,  „ნაც მოძრაობა“   41% -ი

„Penn Schoen Berland“: „ქართულ ოცნება“ 42%, „ნაც მოძრაობა“ 41% -ი

ამერიკული ორგანიზაცია „Penn Schoen Berland“-ის მიერ მიმდინარე წლის ივლისში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში დღეს გაიმართა პროცენტული მაჩვენებელი პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას - 42%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 41% , „ქრისტიან-დემოკრატებს“4% ,  „ლეიბორისტულ პარტიას“ 3% , „ახალ მემარჯვენეებს“ 1%  დაუჭერდა მხარს.

კვლევის შედეგები „Penn Schoen Berland“-ის კვლევის ცენტრის დირექტორმა კრეგ სმიტმა წარმოადგინა.