NASA: იგრძენით თავი მარსზე, როგორც დედამიწაზე

NASA: იგრძენით თავი მარსზე, როგორც დედამიწაზე

ამერიკულმა კოსმოსურმა კვლევის სააგენტო NASA-მ მარსზე გადაღებული სურათების ახალი სერია გამოაქვეყნა, მათ შორისაა კრატერ გეილას სურათებიც, რომლის მახლობლადაც დაეშვა აპარატი.

სააგენტოს მკვლევარების პირველი შთაბეჭდილებით, მარსი ძალიან წააგავს დედამიწას.

„ Curiosity-ის  დახმარებით, თითქოს ჩვენ ვიყავით პლანეტაზე. გადაღებული კადრებიდან ვრწმუნდებით, რომ მთები, პირამიდისებური თავწაკვეთილი  მთის გორები ძალიან წააგავს მოჰავეს უდაბნოს. მშვენიერია! შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მარსზე შეიძლება თავი ისე იგრძნო, როგორც დედამიწაზე“,-განაცხადა მეცნიერმა ჯონ გროტცინგერმა.