„ახალი მემარჯვენეების“  მაჟორიტარობის კანდიდატმა გურჯაანში მოსახლეობასთან ქალაქ გურჯაანის პრობლემებზე ისაუბრა

„ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურჯაანში მოსახლეობასთან ქალაქ გურჯაანის პრობლემებზე ისაუბრა

„ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გურჯაანში გიგი იმერლიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ გურჯაანის წლობით მოუგვარებელ პრობლემებზე ისაუბრა.

გიგი იმერლიშვილის განცხადებით გურჯაანის შესასვლელში თავისუფლების ქუჩაზე (ე.წ. ბაზრის დაღმართი), სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოძრაობს გზისპირა კედელი ინგრევა, სავალი ნაწილი გადახრილია და ფეხით მოსიარულეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ამასთან ერთად გურჯაანელებს ძალიან აწუხებთ გასული წლის 90–იანი წლებიდან გაუქმებული სასტუმროს ბედი, რომლის შენობა ამორტიზებულია, ნაგვის ბუდედ არის გადაქცეული და არსებული უსიამოვნო სიტუაციის გამო იქ მცხოვრებ ოჯახებს იმ ტერიტორიაზე მოზარდების გაშვებისაც კი ეშინიათ.

„ეს სასტუმრო გურჯაანის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა და ორი ათეული წელი მისი ამ მდგომარეობაში დატოვება ერთი მხრივ გურჯაანელების შეურაცხყოფა არის და მეორე მხრივ ნათელია, რომ მაღალ ეშელონებში არსებული ინტერესების დაპირისპირების გამო ეს შენობა ხელიდან ხელში გადადის და დღეს უკვე კანონიერი მეპატრონის მოძებნაც კი ძალიან გაჭირდება“, - განაცხადა  იმერლიშვილმა.