„მკვდარი“ რუსი გენერალი მოსკოვში აღმოჩნდა

„მკვდარი“ რუსი გენერალი მოსკოვში აღმოჩნდა

სირიის აჯანყებულებმა რადიომიმართვა გაავრცელეს, სადაც საუბარი იყო რუსი გენერლის ვლადიმერ კუჯეევის დაღუპვის ფაქტზე დამასკოში, ხოლო ამ ინფორმაციის დამადასტურებლად, რომ რუსი გენერლები ასადის მხარეს ეხმარებიან, აჯანყებულებმა კუჯეევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინეს.

ინტერნეტში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვლადიმერ კუჯეევი თავდაცვის სამინისტროში გამოცხადდა და განაცხადა, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია და არა დამასკოში, არამედ გარკვეული პერიოდია მოსკოვში ცხოვრობს. .

„ერთი მხრივ, როგორც ადამიანისთვის, რთულია როცა შენი გარდაცვალების შესახებ საუბრობენ, თუმცა, მეორე მხრივ მესმის, რომ ამით ჩემს ქვეყანას ეხებიან“,-აცხადებს კუჯეევი.