ბაღათურია : ორი დღეა გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსი სააკაშვილი ოპოზიციის ლანძღვით ერთობა

ბაღათურია : ორი დღეა გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსი სააკაშვილი ოპოზიციის ლანძღვით ერთობა

 „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სააკაშვილმა დრო იხელთა და მთელი დღე ოპოზიციის ლანძღვით არის დაკავებული.

from.ge–სთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ მორატორიუმი გამოაცხადა და 2 დღის განმავლობაში პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტისკენ მოუწოდა პარტიებს, თუმცა, ეს  მოლაპარაკება თავად მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია.

„ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ამ მოწოდებას არ შევუერდით, რადგან ეს ქვეყნის ტრაგედიაზე  სპეკულაციად შევაფასეთ. . საკაშვილი ამ სპეკულაციას არ დასჯერდა და რადგან ნახა, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ აქტიურობას არ იჩენს, ორი დღეა ჩვენი ლანძღვით არის დაკავებული. დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ სააკაშვილი ხელმოცარული, გაკოტრებული პოლიტიკოსია“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.