ირაკლი ალასანია: ეს  რუსული სამხედრო აგრესიაა, რომელმაც  საქართველოს ყველა მოქალაქის ზურგზე გადაიარა

ირაკლი ალასანია: ეს რუსული სამხედრო აგრესიაა, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქის ზურგზე გადაიარა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წარმომადგენელმა,  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ალასანიას განცხადებით, მთელი საზოგადოება პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე დათმო.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა ყველასათვის. 4 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ. მთელი საზოგადოება პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე დათმო სამშობლოსთვის. ჩვენ ახლა მათი ოჯახების ზრუნვა გვავალია.  ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ცოცხალ გმირებს, რომელიც ძალიან ბევრი ჰყავს საქართველოს. ის გაკვეთილი, რაც უნდა გამოვიტანოთ ოთხი წლის წინანდელი აგრესისიგან არის ის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იყოს ძალიან ძლიერი, რომ აღარ დავუშვათ ასეთი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა  ალასანიამ.

ალასანიას თქმით, ეს არის რუსული სამხედრო აგრესია, რომელმაც ყველა საქართველოს მოქალაქის ზურგზე გადაიარა.